”ასავალ - დასავალი” პოლიტკასტინგი

 ”ასავალ - დასავალი” რუბრიკა პოლიტკასტინგი
 

ამჯერად პოლიტკასტინგის სტუმარია ნინო ჩხეიძე :

- ნინო, მოდით, პოლიტიკოსი მამაკაცების შეფასება საქართველოს პრეზიდენტით, მიხეილ სააკაშვილით დავიწყოთ...
 -პრეზიდენტი გარეგნულად მომწონს. აქვს კარგი სიმაღლე და აღნაგობა. საკმაოდ მხარბეჭიანი და ახოვანი მამაკაცია.
- დათო ბაქრაძე?
-ბაქრაძე ვიზუალურად ნაკლებად მომწონს, ვიდრე პრეზიდენტი. გაწონასწორებული და ჭკვიანი კაცია, თუმცა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
-გიგა ბოკერია ჯდება თქვენს გემოვნებაში?
-არა, თუმცა, მისი მსჯელობა და მოხერხება მომწონს. შეუძლია, ნებისმიერ სიტუაციაში იპოვოს გამოსავალი და მოწინააღმდეგე არგუმენტირებულად დაამარცხოს.
-გიგი უგულავას როგორ შეაფასებთ?
-მის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. კეთილი  და სათნო სახე აქვს. მშვიდი და გაწონასწორებული მამაკაცია.
-გოკა გაბაშვილი?
-კარგი ადამიანია, თუმცა, გარეგნულად არ მომწონს.
-გიგი წერეთელი?
-გიგი წერეთელი მართლაც სიმპათიური მამაკაცია, თუმცა, ჩემს გარეგნობაში არ ჯდება. მის მიმართ მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობა მაქვს.
-ირაკლი ალასანიაზე რას მეტყვით?
-ვიზუალურად საკმაოდ მიმზიდველი, სიმპათიური და მამაკაცურია. მომწონს როგორც მისი გარეგნობა, ასევე გონაებამახვილობა და მანერები.
-ნიკა გილაური როგორი მამაკაცია?
-ალბათ, სიმპათიურია.
-ვანო მერაბიშვილი?
-ძალიან მომწონს. აცვია ყოველთვის გემოვნებიანად, არის დახვეწილი და არასოდეს კარგავს წონასწორობას.
-პეტრე ცისკარიშვილი?
-უდავოდ სიმპათიურია. მაგრამ არ მომწონს. უპირატესობას შავგვრემან მამაკაცებს ვანიჭებ. ქერა და ღია ფერის კაცები ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ.
-კობა სუბელიანს როგორ შეაფასებთ?
-ძალიან საყვარელია. მის მიმართ საოცრად კეთილი და თბილი დამოკიდებულება მაქვს.
-გიორგი თარგამაძე როგორი მამაკაცია, თქვენი აზრით?
-მეჩვენება, რომ ცოტა მკაცრია, ამიტომ საოცრად მამაკაცურია.
-გივი თარგამაძე?
-არ ჯდება ჩემს გემოვნებაში.
-კახა შარტავა?
-სამწუხაროს, მისი გარეგნობა არ მახსენდება, ამიტომ ვერ შევაფასებ.
-კოკო გამსახურდიაზე რას ფიქრობთ?
-არ მომწონს მისი გარეგნობა და მანერები.

-გუბაზ სანიკიძე?
-არც სანიკიძე მომწონს.
-ლევან გაჩეჩილაძე ჯდება თქვენს გემოვნებაში?
-დიახ, ნამდვილად ჯდება. ახლა ცოტა გასუქდა, ადრე უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა. საკმაოდ ვაჟკაცური და მიმზიდველი კაცია.
-დათო გამყრელიძე?
-სიმპათიური მამაკაცია. ინტელექტუალური და ინტელიგენტური გარეგნობა აქვს. ძალიან უხდება ჭაღარა.
-რას იტყვით ირაკლი ოქრუაშვილზე?
-გარეგნობით მომწონს. შარმიანი მამაკაცია.
-გია მაისაშვილი?
-სასტიკად არ მომწონს.
-დათო უსუფაშვილი?
-როგორც მამაკაცი არ მომწონს, თუმცა, მის მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი.
-ჯონდი ბაღათურიაზე რას იტყოდით?
-არანაირად არ ჯდება ჩემს გემოვნებაში. მელოტი კაცები არ მომწონს.
-გოგა ხაინდრავა მოგწონთ?
-საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია. დამახასიათებელი, სასიამოვნო და საინტერესო გარეგნობა აქვს.
-ირაკლი ბათიაშვილი?
-უდავოდ მიმზიდველი და ლამაზი კაცია, თუმცა, მე ლამაზი კაცები არ მომწონს. უხეში გარეგნობის, შავგვრემანი კაცები გაცილებით მიზიდავს.
-შალვა ნათელაშვილი?
-ამ ადამიანს რომ ვუყურებ ისეთ კარგ ხასიათზე ვდგები, მგონი, მიყვარს.
-ბადრი ბიწაძეს როგორ დაახასიათებთ?
-არ მომწონს ეს მამაკაცი. ვერანაირად ვერ შევაფასებ.
-ედუარდ შევარდნაძეზე რას იტყვით?
-ვერ შევაფასებ როგორც მამაკაცს. ჩემში ბაბუის ასოციაციას იწვწვს. ეს ადამიანი უდიდესი დიპლომატია.

                                                                                                                
                                                                                                                                                                       ”ასავალ - დასავალი”
                                                                                                                                                                              მეგი საჯაია
                                                                                                                                                                    2009 წლის 13 -19 აპრილი

back